საქართვეოში პლასტიკური ოპერაციებიდან ცხვირის ოპერაციის შემდეგ, საქალწულე აპკის აღდგენა მე-2 ადგილზეა. ქართული მენტალიტეტის გამო, საქართველოში კვლავ არსებობს ქალიშვილობის ინსტიტუტი, რაც ნებისმიერი თანამედროვე ქვეყნისთვის მიუღებელია. სწორედ ქალიშვილობის ინსტიტუტის წყალობით ჩვენს ქვეყანაში ოჯახები ნაადრევად იქმნება და ასევე ნაადრევად ინგრევა.
ამბობენ, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტის არსებობა ძირითადად ქართველი გოგონების ბრალია, რადგან ისინი უარს ამბობენ თავისუფალ სექსზე. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. "თანამედროვე" ქართველი ბიჭები(უმრავლესობა) ხშირად ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს გოგო ქალიშვილია, თუ არა, მაგრამ ფაქტიურად ცოლად მაინც ქალიშვილები მოჰყავთ. ქართველი კაცისთვის მაინც მიუღებელია ქალის ცოლად მოყვანა. ქართველ გოგოს ეშინია, რომ გაუთხოვარი დარჩება, თუკი ქორწილამდე სექსი ექნება და ეს მისი ბრალი სულაც არ არის. რთულია წინ აღუდგე ამ "სიბნელეს," საზოგადოებას დაუპირისპირდე, მაგრამ თუ გაქვს პრეტენზია საკუთარი პიროვნების დამოუკიდებლობაზე, მაშინ სხვის აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციო.
ქართველებს აშინებთ სიტყვა- თავისუფალი სექსი, რომელიც რეალურად სულაც არ ნიშნავს გარყვნილებას. თავისუფალი სექსი აქვს ადამიანს, რომელიც სექსუალურ კონტაქტს ამყარებს თავის რჩეულთან, რომელიც უყვარს და არ აქვს მნიშვნელობა მასთან დაქორწინებულია თუ-არა. ქართველი გოგო თავისუფალი სექსით ალბათ თითქმის წარმოუდგენელი შემთხვევაა.
რატომ ქორწინდებიან წყვილები საქართველოში ისე თითქოს მე-15 საუკუნეში ცხოვრობდნენ და სავალდებულო იყოს 16-17 წლის ასაკში შეუღლება???
როდესაც შეყვარებულებს ურთიერთობა 1 წელზე მეტს უგრძელდებათ, ბუნებრივია უჩნდებათ სექსის მოთხოვნილება, მაგრამ გოგონებს არ შეუძლიათ მსგავსი მოთხოვნილებები ბიჭს და საკუთარ თავსაც კი, დაუკმაყოფილონ. ისინი თავს ქორწინების პირველი ღამისთვის ინახავენ. ქორწინების პირველი ღამე შესაძლოა კიდევ 2-3 ან 6 წლის შემდეგ მოვიდეს. წარმოგიდგენიათ შეყვარებულების ურთიერთობა 6 წლის განმავლობაში სექსის გარეშე? ალბათ ნორმალური ადამიანების მაგალითზე-არა. სხვა შემთხვევაში მაზოხიზმთან გვაქვს საქმე. ნებისმიერ წყვილს წლების განმავლობაში სჭირდება სიხლე, ცვლილება, რათა ურთიერთობა შეინარჩუნოს და ერთფეროვნებას აარიდოს თავი, მაგრამ საქართველოში მსგავსი ცვლილებები იშვიათი შემთხვევაა. წყვილს, რომელსაც ერთმანეთი ნამდვილად უყვარს იძუებულია ნაადრევად იქორწინოს, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ თავს აიძულოს. თუ ორი ადამიანი საკუთარ გრძნობაში დარწმუნებულია, მაშინ რატომ არის საჭირო ქორწინების პირველ ღამემდე მოცდა???
როდესაც გოგო საკუთარ მოთხოვნილებებს არ იკმაყოფილებს წლების განმავლობაში, გამოყოფს მამაკაცის ჰორმონებს. რაც გამოიხატება ჭარბთმიანობაში. ალბათ უამრავი ქართველი გოგო გინახავთ ულვაშებით(ვისაც გენეტიკურად აქვს მათ გარდა). ალბათ უამრავ ქართველ მამაკაცს ურჩევნია ულვაშიანი ცოლი ჰყავდეს, ვიდრე არაქალიშვილი მაგრამ უულვაშო.
საინტერესოა ერთი ფაქტიც: საქართვეოში პლასტიკური ოპერაციებიდან ცხვირის ოპერაციის შემდეგ, საქალწულე აპკის აღდგენა მე-2 ადგილზეა. ქართველი გოგონები ჯერ დაიკმაყოფილებენ საკუთარ მოთხოვნილებებს ერთთან და შემდეგ "სიყვარულით" მიჰყვებიან მეორეს, რომელსაც თვალს უხვევენ გაკერილი აპკით. აი ეს არის ნამდვილი გარყვნილება და არა-თავისუფალი სექსი. ჯობს სიყვარულით გქონდეს სექსი შენს მეორე ნახევართან, ვიდრე მას თვალი აუხვიო ყალბი ქალიშვილობით. ტყუილზე აგებული გრძნობა სიყვარული ნამდვილად ვერ იქნება.
რა საჭიროა მსგავსი მაზოხიზმი??? რატომ იტანჯავს ქართველი ახალგაზრდობა თავს?! რა საჭიროა რაღაც უაზრო გალავანი გაივლო შენს თავსა და შენს მეორენახევარს შორის? რატომ არის საჭირო ხალხის აზრზე ფიქრი? ჩვენ ხომ საკუთარ თავს ვეკუთვნით. რა საჭიროა სიყვარულის შენში ჩაკვლა? შეყვარებულთან სექსი ხომ გარყვნილება სულაც არაა. ეს სრულყოფილი ურთიერთობის და ზოგადად სიყვარულის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც არ აქვთ მსგავსი მოთხოვნილებები. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა ხალხის აზრს, უბრალოდ არ უნდათ და არ აქვთ სექსი. სტატია ეხება ისეთ ადამიანებს რომლებსაც სურვილი აქვთ ჰქონდეთ სექსი და ფიქრებში აქვთ კიდეც, მაგრამ რეალობაში განხორციელებას ვერ ბედავენ საზოგადოების შიშით და მენტალიტეტის გავლენით.
P.S. ვინც სექსს სარწმუნოების გამო არიდებს თავს მათ არ ეხებათ