რას გრძნობს ქალი გაუპატიურების შემდეგ

რას გრძნობს ქალი გაუპატიურების შემდეგ
2012, 2 სექტემბერი, 23:33
image
სექსუალური ძალადობა თითქმის არცერთი ქვეყნისთვის და არცერთი ფენის საზოგადოებისთვის არ არის უცხო მოვლენა. გაუპატიურება (სექსუალური ქმედების განხორციელება სხვა ადამიანზე, მისი ნებართვის გარეშე) კრიმინალურ დანაშაულად მიიჩნევა და კანონით ისჯება. სხვადასხვა ქვეყანაში დასჯის ფორმა სხვადასხვაგვარია.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა იყოს ქალიც და მამაკაციც.

მსხვერპლ ქალებში დამახასიათებელია ვაგინალური, ორალური ან ანალური პენეტრაცია, ხოლო მსხვერპლ მამაკაცებში ძირითადად ანალური. (ძალიან იშვიათია ორალური პენეტრაცია).

image









ქალებში, გაუპატიურების შემდგომი დეპრესია გრძელდება სშუალოდ 3 წელზე მეტ ხანს. გასათვალისწინებელია ის გარემო, რომელშიც მსხვერპლი იმყოფება. სტრესული მდგომარეობა და ფსიქოლოგიური აშლილობა შესაძლოა საკმაოდ გახანგრძლივდეს და შეუძლებელი გახდეს სამუდამოდ მისი აღმოფხვრა. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუკი მოძალადე განაგრძობს ქალის შეშინებას და მხილების შემთხვევაში ''მწარედ დასჯას''.

imageქალი ნაზი არსებაა, რაც არ უნდა ძლიერად გამოიყურებოდეს იგი, ყოველი მათგანი გულის სიღრმეში უნაზესი სულის მატარებელია და მამაკაცისგან ზრუნვას და პატრონობას მოელის.

ბევრი ქალი ამბობს: ''მე ძლიერი ვარ და სრულყოფილებისთვის არ მჭირდება გვერდით მყავდეს მამაკაცი! ''

ეს ყველაფერი სიცრუეა. ამას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ მარტონი არიან .. რა ქნან?? ხომ არ იტყვიან ვიტანჯები და სულიერი სიცივით ვკვდებიო..??

ქალი მამაკაცის წინაშე უძლურია (ამ შემთხვევაში ფიზიკურ სიძლიერეს ვგულისხმობ). მას არასოდეს ავიწყდება ის წუთები, რომელმაც სიამოვნება მიანიჭა და არც ის, როდესაც უდიდესი სულიერი თუ ფიზიკური ტრავმა მიიღო.

imageთუკი შენი მეგობარი გოგონა ან მეუღლე მსგავს ტკივილს განიცდის, შეგიძლია ცხოვრების ხალისი და ბედნიერება დაუბრუნო. იზრუნე მასზე უფრო მეტად, ვიდრე აქამდე. გაუკეთე სიურპრიზები. თუკი საშუალება გაქვს, წაიყვანე სამოგზაუროდ. მუდმივად უმეორე, რომ მისი სული გიყვარს და ხორცი მეორეხარისხოვანია, უმეორე, რომ მის გარეშე შენს სიცოცხლეს აზრი არ აქვს. შეიძლება ბანალური და გაცვეთილი სიტყვებია, მაგრამ დამიჯერე.. ქალს ამის მოსმენა ძალიან სიამოვნებს. როდესაც დაინახავს, რომ მართლა გჭირდება, აფასებ და გეიმედება, ყველანაირად ეცდება იმედები გაგიმართლოს. შენ, თვითონვე შეამჩნევ, რომ მალე გაპრანჭვას დაიწყებს და იკეკლუცებს.. შეიძლება ის ტკივილი და სიმწარე არ დაავიწყდეს.. მაგრამ შენ, შეგიძლია იმდენად ლამაზი დღეები აჩუქო, რომ ის ტკივილი გადაფარო.. ჩაძირო ბედნიერებაში ...

ძნელია.. მაგრამ შესაძლებელი .. გააცოცხლო ქალი !! თუკი გიყვარს, ყველაფერს შეძლებ !! აბსოლუტურად ყველაფერს !!!!!