სუპერთასი ბილეთები


გაცნობებთ, რომ ხვალ 30 ივნისს UEFA Super Cup 2015-ის ბილეთების გაყიდვა დილას 9:00-ზე biletebi.ge-ზე დაიწყება.
სისტემა ავტომატურად მოგანიჭებთ რიგის ნომერს 9:00-ზე, ამიტომ წინასწარ რიგში ჩადგომა საჭირო არ არის, რადგან 9:00-ზე ყველაფერი განულდება და ათვლა თავიდან დაიწყება.
ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კლავიატურაზე ხშირად F5-ის დაჭერის შემთხვევაში უსაფრთხოების სისტემა დროებით დაგბლოკავთ.
იხილეთ ვიდეო რგოლი სადაც დეტალურად არის ახსნილი შეძენის პროცესი:
უეფას სუპერ თასის ბილეთების შეძენის წესი