ექსკლუზივი: თამუნა ვაშალომიძე სექსუალური კაბით და ტრუსის გარეშე
14:59 2015-05-07
„ბიჭებისგან იყო ჯერ დაკვირვება, მერე გაოცება და შეკითხვა - ტრუსი მართლა არ გაცვია? ბოლოს კი აღტაცება - მაგარია“!
თამუნა ვაშალომიძე: ეს კაბა 2015 წლის გოტიეს ერთ-ერთ ჩვენებაზე ვნახე, ძალიან მომეწონა და მაშინვე გადავწყვიტე შემეძინა. თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა, უარი მითხრეს. მაგრამ საბოლოოდ ჩემი მაინც გავიტანე და მეგობარს ამერიკიდან ჩამოვატანინე.
- წითელი კაბა როგორც ვიცით 2000 ღირდა, ამჯერად ამ კაბაში რამდენი გადაიხადე?
-ვერ გეტყვით, რამდენი დაჯდა, მხოლოდ იმას ვიტყვი რომ გაცილებით ძვირი ვიდრე თბილისი ფეშენ ვიკისთვის გამოწერილი წითელი კაბა. ეს კაბა მთლიანად ხელით არის მოქარგული და ამიტომ არის ბევრად ძვირადღირებული.
-როგორც ვხედავ მთელი შენი შემოსავალი კაბებს მიაქვს
-კაბებსა და თავის მოვლას, ჩემი შემოსავლის 80%, ამაში მეხარჯება.
-„ ტრუსი“ მართლა არ გეცვა?
-არა არც ტრუსი და არც ლიფი. ფიზიკურად არ გამოდიოდა ჩაცმა, გამოჩნდებოდა.
-ქართველ ბიჭებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?
-დაკვირვებით მიყურებდნენ, (იცინის) , ბიჭებმა თბილად მიიღეს სხვათაშორის, გოგონები აჭორავდნენ ცოტათი. ნუ როგორც ხდება ხოლმე, ეს არ მაღელვებს. ბიჭებისგან იყო ჯერ დაკვირვება, მერე გაოცება და შეკითხვა - ტრუსი მართლა არ გაცვია? ბოლოს კი აღტაცება - მაგარია! ერთ-ერთ უცხოელი მოდის კრიტიკოსი დაინტერესდა ძალიან, ორიგინალურია და ძალიან გიხდებაო.