სექსი, როგორც გამრავლების საშუალება 2050 წლისთვის გაქრება!

სექსი, როგორც გამრავლების საშუალება 2050 წლისთვის გაქრება!
2014, 11 ნოემბერი, 17:06
imageროგორც The Telegraph-ი იუწყება, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის კარლ ჯერასის აზრით, ადამიანები მომავალი თაობების გასაჩენად ხელოვნურ განაყოფიერებას გამოიყენებენ.
ჯერასის ვარაუდით, ქალები და მამაკაცები ახალგაზრდა ასაკშივე, სტერილიზაციის გაკეთებამდე გაყინავენ სპერმას და კვერცხუჯრედებს, ხოლო გამრავლების მიზნით სექსით შეიძლება აღარც დაკავდნენ.

ამგვარი ქმედების შედეგად აბორტების რიცხვი თითქმის ნულს მიაღწევს, რადგან ჩასახვა წინასწარ იქნება დაგეგმილი. გენეტიკური დაავადებები კი თითქმის სრულიად გაქრება, გენეტიკური სკრინინგის ტექნოლოგიის განვითარების შედეგად.