როცა მანქანა ჯობია ქალს

როცა მანქანა ჯობია სახლს: გერმანული საცხოვრებელი მანქანები
01.06.2015
დასაძინებელი განყოფილება მეფური საწოლით, გიგანტური უჯრა ”პორშესთვის” და ეს ყველაფერი ერთ მანქანაში , რომელიც კარგი დიზაინერის მიერ მოწყობილ ვილას უფრო ჰგავს, ვიდრე ავტომობილს. გადავწყვიტეთ, ყველაზე ძვირადღირებული გერმანული სახლი-მანქანები გაგაცნოთ.

გერმანელებმა ავტომობილებით სხვადასხვა ქვეყნების შემოვლა მასობრივად 60-იან წლებში დაიწყეს. საწყის ეტაპზე საამისოდ ძირითადად მაინც ”ფოლკსვაგენ ხოჭოს” იყენებდნენ - ალპებშიც ამ მანქანით მიემგზავრებოდნენ და იტალიაშიც. ”ხოჭოს” შემდეგ უმეტესად უკვე Volkswagen Bus-ით მოგზაურობდნენ, რომელიც შემდგომ ლეგენდარული მინიბუსი გახდა.

დღეს უკვე გრანდიოზული სახლი-მანქანები არსებობს, რომლებსაც მხოლოდ ძალიან მდიდრები ყიდულობენ. ასეთი სამოგზაურო ავტომობილები უკიდურესად მდიდრულადაა აღჭურვილი - აქვთ საძინებლები, სამზარეულოები, აუზები და თვით ავტოფარეხიც კი, სადაც, სუპერსპორტულ ავტომობილს დააყენებ და სადაც და როცა დაგჭირდება, მაშინ გამოიყვან.

დაინტერესდით? მაშინ გადახედეთ ფოტოგალერეას, სადაც ყველაზე ძვირადღირებული გერმანული სახლი-მანქანების ფოტოებს დაათვალიერებთ.