
მამაკაცები ხშირად არიან შეშფოთებულნი იმ ფაქტის გამო, რომ ისინი ნაადრევად განიცდიან ევაკულაციას, თუმცა არ უნდა დაივიწყოთ იმ ფაქტის შესახებს, რომ თქვენს მსგავსად ქალბატონები ნერვიულობენ და განიცდიან იმას, რომ მათ ორგაზმის მისაღწევად დიდი დრო სჭირდებათ. სწორედ ამიტომ ბევრი მათგანი იმიტირებს მას… როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა? უბრალოდ ორივემ უნდა შეწყვიტოთ საკუთარ ორგაზმზე ფიქრი. უახლესმა შვედურმა კვლევამ დაამტკიცა, რომ მოდუნება და დამშვიდება ყველაზე მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი ფაქტორია ქალისთვის ორგაზმის მისაღწევად. უთხარით მას, რომ თქვენ წინ მთელი ღამე გაქვთ. რაც უფრო მოთმინებით მოეკიდებით ამ საკითხს და გექნებათ ხანგრძლივი პრელუდია, მით უფრო მოდუნდება თქვენი პარტნიორი ქალბატონი და მზად იქნება დაუვიწყარი სიამოვნების მისაღებად. ისე ცნობისთვის, არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც ქალბატონს საშუალოდ15 წუთიდან 40 წუთამდე სჭირდება ორგაზმის მისაღწევად.
საუკეთესო სექსი იწყება გახდამდე… ნიჭი – კინსის ინსტიტუტის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ეს ძალზედ ძლიერი აფროდიზიაკია. დაანახვეთ მას, თუ რამდენად კარგად უკრავთ გიტარაზე, რამდენად კარგად ისვრით მიზანში დართსის თამაშის დროს, ან სულაც რამაგრად ბაძავთ ელვის პრესლის… იუმორის გრძნობა – ეს უდიდესი ნიჭია!
უთხარით მას, რომ იგი შეუდარებლად გამოიყურება (რა განა არ მოგწონთ მისი შიშველი სხეულის ყურება?). ნათელია, რომ ასეთ შემთხვევაში პირფერობაც კი საჭიროა… კვლევების მიხედვით დადგენილია, რომ ქალბატონები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან საკუთარი გარეგნობით, ნაკლებად აღწევენ ორგაზმს. დააჯერეთ მას, რომ იგი შეუდარებელია!
პრელუდიის დროს მოეფერეთ მას მკერდზე დიდი ხნით, რადგან ეს ერთ-ერთი ეროგენული ზონაა. აკოცეთ მას ბევრი და დააკვირდით ამავდროულად მის რეაქციებს. მოსინჯეთ ყველა ეროგენული ზონა და თავად დატკბით სანახაობით…