გარდატეხის პერიოდში გოგონები ძირითადად სიყვარულითა და რომანტიკით არიან დაინტერესებულები, ხოლო ბიჭების შემთხვევაში, მათ ინტერესის სფეროს ქალბატონის სხეული წარმოადგენს. თავდაპირველად ძლიერი სქესის წარმომადგენლები იწყებენ სექსზე საუბარს და ამ თემის განსჯას პარტნიორთან ერთად. სუსტი სქესის წარმომადგენელი, როგორც წესი დისკუსიაში მამრის პოზიციას იკავებს და თანხმდება იმ მოსაზრებას, რომ სექსი ჭეშმარიტი გრძნობის გამომხატველი ქმედებაა, რომელიც უდიდესი სიამოვნების მომტანია. შესაბამისად ამ დასკვნამდე მისვლის შემდეგ, ისინი მზად არიან პირველი აქტისთვის.
სექსით ნაადრევ ასაკში დაკავების მიზეზი ასევე შესაძლებელია გახდეს მეგობრების ზეწოლა, დაცინვა და ა.შ. აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ თუ თქვენ სექსით მხოლოდ იმიტომ კავდებით, რათა ვიღაცას რამე დაუმტკიცოთ, აუცილებლად იმედგაცრუებული დარჩებით და მიიღებთ დიდ ფსიქოლოგიურ ტრამვას. ნუ დაუჯერებთ ნურავის და გადადგით ეს ნაბიჯი სწორედ მაშინ, როდესაც თავს ამისთვის მზად მიიჩნევთ.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უმეტეს შემთხვევაში პირველი სექსით ორივე სქესის წარმომადგენელი ალკოჰოლური, ან ნარკოტიკული ნივთიერების გავლენის ქვეშ მყოფი კავდება. ეს ყველაზე დიდი საშინელებაა!
ექიმების რწმუნებით პირველი აქტი სასურველია მოხდეს 16-18 წლის ასაკში.
. არავითარ შემთხვევაში არ იჩქაროთ!
. ნუ დაკავდებით სექსით მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მოდაა და თქვენს სამეგობრო წრეში თქვენ ერთადერთი ქალიშვილი ხართ!
. ნუ დაკავდებით სექსით მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მოდაა და თქვენს სამეგობრო წრეში თქვენ ერთადერთი ქალიშვილი ხართ!