საქართველოში პოპულარობა ძალიან ადვილია, რამდენიმე სკანდალრ ვიდეოსა თუ ფოტოს შეუძლია სახელი საქვეყნოდ გაგითქვას. ბევრი კომპლიმენტი, ლანძღვა, გინება და წყევლა ცნბადობის თანმდევი მოვლენაა. ქართული შოუბიზნესის რამდენიმე სახემ პოპულარობა სწორედ სკანდალების წყალობით მოიპოვა. მსახიობ თინა მახარაძეს გულახდილმა ინტერვიუმ სექსის შესახებ უზარმაზარი პოპულარობა მოუტანა. მოდის ბლოგერი მერსი სულხანიშვილი კი საქართველომ მოშიშვლებული მკერდის წყალობით გაიცნო.
