დაუგეგმავი სექსი
გინეკოლოგები და ვენეროლოგები, თავისთავად, შემთხვევითი სექსის მოწინააღმდეგენი არიან. თუმცა, ფსიქოლოგია რაღაც გამართლებას პოულობს ამ, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე ჩამოყალიბებული, ერთჯერადი ურთიერთობისა. სოციოლოგიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ კაცების 80% რომელთაც სპონტანური სექსი ჰქონდათ, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ. სამაგიეროდ, ქალების ნახევარს სინდისის ქეჯნა სტანჯავს. კაცისთვის ეს შემთხვევა მორიგი „პლიუს ერთია“ თავის უბის წიგნაკში. მისთვის ეს ისევე ნორმალურია, როგორც ქალისთვის თავის შეკავება. მას შეუძლია, ამით იამაყოს ამხანაგებსა და ნაცნობ მამაკაცებში. გამოთქმაც კი ჩამოყალიბდა, რომ შემთხვევითი სექსი, კაცებისთვის წმინდა ფიზიკური სამუშაოა, ქალებისთვის კი გამორჩეულად სულიერი.
რადგან მამაკაცები ამ საკითხს შედარებით მარტივად უყურებენ, მოდი, ამჯერად, ქალების შესახებ ვისაუბროთ. რა უბიძგებს ქალს შემთხვევითი სექსისაკენ? არის რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რის გამოც ქალები ასეთ საჭოჭმანო საქციელზე მიდიან:
გაიმრავალფეროვნონ ინტიმური ცხოვრება
ძირითადად, მაშინ აქვს ადგილი, როცა პარტნიორთან სექსი მდორე ხდება და აღარ მოაქვს ძველებური სიამოვნება.
აიმაღლონ თვითშეფასება
როცა ქალს არა ჰყავს მუდმივი პარტნიორი, არ არის თავის თავში დაჯერებული ან, სექსუალური თვალსაზრისით, ვინმესგან ირონიული დამოკიდებულება იგრძნო, რის გამოცკომპლექსი განუვითარდა. უცნობ მამაკაცთან ეს კომპლექსი ქრება და ის ისევ თავდაჯერებული ხდება.
დაიკმაყოფილონ ცნობისმოყვარეობა
როგორც წესი, ეს ემართებათ მანდილოსნებს, რომლებსაც ბავშვობაში მკაცრად ზრდიდნენ. ისინი ყველაფერს იმ ჭრილში განიხილავდნენ, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება წესიერ ოჯახში აღზრდილი გოგონასათვის. მშობლების მეურვეობიდან თავის დაღწევის შემდეგ კი ცდილობენ დაკარგული აინაზღაურონ.
ვალდებულებების შიში
ქალებს ეს ემართებათ უიღბლო ქორწინების შემთხვევაში, არადამაკმაყოფილებელი მატერიალური მდგომარეობის დროს, მარტოხელა დედობისას.
თავისუფლების არასწორად გაგებისას
ეს დამახასიათებელია, ძალიან ემანსიპიცირებული ქალბატონებისთვის, რომელთაც კარიერაში გაუმართლათ, მაგრამ პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ რჩებათ. ისინი ასე გამოხატავენ სურვილს, გაუთანაბრდნენ მამაკაცს.
შუახნის ასაკობრივი კრიზისი
ჩვეულებრივ, 40 წლის ზემოთ, ქალებს ეჩვენებათ, რომ მათ არ უწერიათ ოჯახური ცხოვრების მოწყობა, დროებით პარტნიორთან კი თავს სასურველ ქალად გრძნობენ.
ზემო საფეხურებზე ასვლა კარიერაში
ეს იმ ახალგაზრდა გოგონებისთვისაა დამახასიათებელი, რომელთაც სჯერათ, რომ უფროსთან სექსის წყალობით, შესაძლებელია სასურველი ნახტომის გაკეთება კარიერაში.
არაფხიზელი მდგომარეობა
ეს დაუგეგმავი სექსის ყველაზე მოკლე და ხშირი ახსნაა.
ახლა კი, შემთხვევითი სექსის ნეგატიური მხარეები განვიხილოთ:
- შემთხვევითი სექსი დეპრესიაში ჩავარდნის მიზეზი შეიძლება გახდეს;
- დიდი რისკი არსებობს ამ დროს, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები აიკიდო, მათ შორის, ჰეპატიტი და შიდსი (ამიტომ, როცა შემთხვევით სექსს არ გამორიცხავ, თან აუცილებლად უნდა იქონიო პრეზერვატივი. სამი კვირის შემდეგ კი ანალიზები ჩააბარო);
- შეიძლება დაფარული გაცხადდეს (ანუ უნდა გაითვალისწინო, რომ, მაგალითად, შენ სამსახურში, ეს შეიძლება ყველამ გაიგოს. ასევე, ერთ მშვენიერ დღეს, არ არის გამორიცხული, ინტერნეტში პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეორგოლი აღმოაჩინო, სადაც მთავარ გმირს განასახიერებ);
- დარჩენილი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა (შემთხვევითმა სექსმა შეიძლება არ გაამართლოს შენი მოლოდინი. ყველა ქალი გულის სიღრმეში მაინც იმედოვნებს, რომ სპონტანურ სექსს გაგრძელება ექნება, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ის ერთი ღამის ურთიერთობას ვერ სცილდება).
თუ გსურს, სპონტანური სექსის წყალობით, გაიმრავალფეროვნო სექსუალური ცხოვრება, უმჯობესია, პირველ რიგში ექიმ-სექსოლოგს მიმართო, რომელიც შეეცდება, არსებული პრობლემის გადასაჭრელად, რაიმე ალტერნატივა შემოგთავაზოს.
wyaro: http://love.infobiz.ge/daugegmavi-seqsi/
