პირველი სასიყვარულო ღამე

პირველი სასიყვარულო ღამე

როგორც წესი, გაცნობას ფლირტი, არშიყობა მოსდევს, შემდეგ კი, ერთმანეთისთვის, სულ უფრო ახლობლები ხდებით, თანდათან იზრდება სიმპატია და რიგში დგება თქვენი ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი — პირველი სიახლოვე.
აღნიშნულ მომენტში, შენ შეყვარებული ხარ კონკრეტულ ადამიანზე და გსურს, რომ თქვენმა პირველმა ღამემ გააბედნიეროს იგი. იდეალისადმი მიახლოების სწორედ ეს სურვილი არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა. იდეალური სექსი მხოლოდ კინემატოგრაფში შეიძლება ვნახოთ, ხოლო, სინამდვილეში, ეს გამონაკლისი უფროა, ვიდრე წესი. თუმცა არ ღირს იმედგაცრუება, შენი პარტნიორი ხომ, სავარაუდოდ, შორს არის იდეალისგან, ის არანაკლებ ჩვეულებრივი ადამიანია, ვიდრე შენ და აუცილებლად დაგჭირდებათ რაღაც დრო, ურთიერთობის ახალ ეტაპზე — სექსუალურ სიახლოვეზე რომ გადახვიდეთ.
განვიხილოთ სხვადასხვა სიტუაცია, რომელსაც ადგილი შეიძლება ჰქონდეს პირველ ღამეს:
ორივე პარტნიორისთვის პირველი სექსუალური გამოცდილებაა
იქნებ ეს ახლა რთული წარმოსადგენიცაა, მაგრამ დავუშვათ, რომ ორივე პარტნიორი უბიწოა. ეს მართლა მაგარია, რადგან ყველა მკვეთრი შთაბეჭდილება და მგრძნობელობის სამყაროს აღმოჩენა ჯერ კიდევ წინ აქვს ორივეს.

download (2)
ამ დროს ბიჭმა უნდა განსაკუთრებული მგრძნობიარობა გამოიჩინოს და საყვარელი ქალის განწყობა გამოიცნოს. ხანდახან მისი „არ არის საჭირო“ შიშითაა განპირობებული და არა მისი სურვილით.
კაცს არ შეშვენის შიში და გაკვირვება. ასეთ წუთებში გოგო ამჯობინებს, მის გვერდით იყოს ძლიერი და თავდაჯერებული მამაკაცი, რომელსაც შეიძლება მიენდოს. ბიჭმა უნდა შეწყვიტოს თავის მოჩვენება და საკუთარ თავს ნება მისცეს, მთლიანად მინებდეს გრძნობას. როდესაც თვითონ პროცესი დაიწყება, ფიქრები გაქრება, ხოლო ვნების ტალღა მთლიანად გაგიტაცებთ.
აღსანიშნავია, რომ ძალიან ხშირად, პირველი გამოცდილების შეძენისას, ქალი ეყრდნობა მამაკაცურ წინდახედულობას, ხოლო კაცი — ქალურ შორსგანმჭვრეტელობას, სწორედ ასეთ შემთხვევებში იჩენს თავს არასასურველი ორსულობა. შედეგად, იბადებიან დაუგეგმავი ბავშვები.
ამიტომაც მიიღეთ რჩევა: იქონიეთ პრეზერვატივი და, სასურველია, მისი ინსტრუქციაც წაიკითხოთ.
ისეც ხდება, რომ პირველი სიახლოვის შემდეგ, ქალი ქალიშვილად რჩება, ვინაიდან მისი აპკი საკმაოდ ელასტიკური ან მეტისმეტად მტკიცეა და გამოუცდელ კაცს მისი გარღვევა არ შეუძლია. არ ღირს ამის გამო იმედგაცრუება. გაივლის ხუთი-ექვსი დღე და შეძლებთ, გააგრძელოთ თქვენი ურთიერთობა.
გამოცდილი კაცი და ქალიშვილი გოგო
პირველი სექსუალური გამოცდილება არ შეიძლება, მხოლოდ სქესობრივ მიზიდულობად განვიხილოთ. ამ დროს თავს იჩენს ქალური მგრძნობელობა და კაცი უკიდურესად დელიკატური და ფრთხილი უნდა იყოს. უმცირესმა უტაქტობამ შეიძლება, უარყოფითი რეფლექსის წარმოშობა გამოიწვიოს სექსზე ან, სულაც, ფრიგიდულობა განავითაროს.
სტატისტიკურად, ფრიგიდულობის შემთხვევათა 50% თავს იჩენს იმიტომ, რომ პარტნიორი უხეშია ქორწინების პირველ ღამეს, 20% — ქმრის მიმართ უპატივცემულობის გამო, 30% — ორსულობის შიშიდან გამომდინარე. გამოცდილმა კაცმა, ყველაზე უკეთესია, შეღწევის გარეშე მიიყვანოს ქალი ორგაზმამდე, რომ უკანასკნელმა იცოდეს, რას ელოდოს მომავალში და ამისკენ ისწრაფვოდეს.
ისეც ხდება, რომ ზოგიერთი მამაკაცი ერთგვარი შიშით ეკიდება პირველაღმომჩენად ქცევის შესაძლებლობას, რადგან ფიქრობს, რომ მისი მცდელობა ფუჭად ჩაივლის და, სავარაუდოდ, ქალი ორგაზმის სიხარულს არ განიცდის. ამიტომ თუ არ უნდა, ქალისათვის პირველი იყოს, ყველაფერი სიახლოვის მომენტამდე უნდა უთხრას, არამცთუ მასთან ლოგინში მყოფი მოჰყვეს ახსნა-განმარტებას. გოგოებმაც სჯობს, თავიანთი ღირსების შესახებ წინდაწინ განაცხადონ, მაგრამ არ ღირს ზედმეტი ემოცების გამოხატვა — წყენის ან დაუოკებელი სიხარულის სახით, სხვანაირად, კაცი შესაძლოა უბრალოდ გაქრეს მისი ცხოვრებიდან.
ორივეს აქვს სექსუალური გამოცდილება
არ ღირს, იფიქრო, რომ მომენტის მღელვარება ადრე შეძენილი გამოცდილების გამო იკარგება, თქვენ ორს შორის ხომ ეს პირველად ხდება! მნიშვნელოვანია, არ დაივიწყო რამდენიმე წესი, რომელიც ასეთ შემთხვევაში უნდა დაიცვათ.
პირველ ყოვლისა, უნდა იყოს ორმხრივი სურვილი, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და საწოლი. უკანასკნელი აუცილებელია იმისთვის, რომ პირველმა ღამემ კომფორტულად ჩაიაროს, ექსტრემალური სექსი შემდეგისთვის გადადეთ და კიდევ: შეეცადეთ არ იეგოისტოთ, არ უნდა იყოს არავითარი შეჯიბრი, თორემ სექსუალურ ჰარმონიას ვერ მიაღწევთ.
ქალებმა უნდა დაიმახსოვრონ, რომ მამაკაცი პირველ სასიყვარულო ღამეს უფრო მეტად განიცდის და ეს ურთიერთობის ჩამოყალიებებულ, აუცილებელ ატრიბუტად უნდა აღიქვან. ასეთები არიან ისინი, ყოველთვის სურთ გოგოს განცვიფრება თავიანთი ინტიმური ჩვევებით, მაგრამ, ამასთან, მათ თავში მსგავსი მუხანათური ფიქრებიც მწიფს ხოლმე: „თუ შეყვარებულები ჰყავდა, რომლებიც მე ყველაფრით მჯობდნენ?“, „რა ვქნა, თუ ორგაზმამდე ვერ მივიყვან გოგოს?“, „საერთოდ რომ არაფერი გამომივიდეს?“
რა თქმა უნდა, პირველ ღამეს, მათ ფიასკოს ქალები არცთუ ისე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, მაგრამ არაფრით უნდათ ამის დაჯერება. ამიტომ ქალმა აუცილებლად უნდა ანუგეშოს, აუხსნას, რომ ქვეყანა არ დაქცეულა, არაფერია ამაში განსაკუთრებული და მომდევნო ჯერზე ყველაფერი კარგად იქნება.
ზოგადი წესები, რომლებიც პირველ ღამეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
შეხვედრების და პირველი სასიყვარულო ღამის დროს არ ღირს, ალკოჰოლით თავის შექცევა. ასეთ შემთხვევაში, დასაშვებ ნორმად მიიჩნევა შამპანურის ან მსუბუქი ღვინის ერთი ბოკალი. იდეალური ვარიანტია, ცოტა გლინტვეინი (დარიჩინი და მიხაკი შესანიშნავი აფროდიზიაკებია) სცადოთ.
ნუ დაივიწყებთ გემრიელ, მაგრამ ძალიან მსუბუქ საუზმესაც. ბევრი ჭამა არ ივარგებს, რადგან უარყოფითად აისახება სექსუალურ აქტივობაზე. მოიმარაგეთ პიტნის აბები ან საღეჭი რეზინა.
გაშალეთ საწოლის ახალთახალი თეთრეული. ზეწარი უკეთესია, თუ რეზინიანი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამუდმებით აიჩეჩება და ხელს შეგიშლით. საწოლის თეთრეულის ქსოვილი რბილი და გამძლე უნდა იყოს, გამოდგება ლურჯი და წითელი ელფერი — ეროტიკულ გრძნობებს აღვიძებს. თუ თეთრი თეთრეულის მომხრე ხართ, იგი ქათქათა უნდა იყოს. პირველი ღამით თავისუფლად შეიძლება უბალიშებოდ და თბილი საბნის გარეშე ფონს გასვლა. უმჯობესია, თუ ხაოიან ზეწარსა ან რბილ პლედს გამოიყენებთ.
მისასალმებელია, სიყვარულის სარეცლის ახლოს, ქორფა ყვავილების თაიგულის დადგმა, მაგრამ მათ არ უნდა ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული არომატი, შაკიკის შეტევას რომ ავარიდოთ თავი. უნდა გვახსოვდეს, რომ არომატი განსაკუთრებით მოქმედებს განწყობაზე. გამორიცხეთ პარფიუმი, უკეთესია, არომატული სანთელი აანთოთ.
დააწყვეთ აბაზანაში ახალი, რბილი ღრუბლები, გელები, შამპუნები, აბაზანის ქაფი (თუ გსურთ ორივემ ერთად ინებივროთ), ასევე — ორი ფუმფულა პირსახოცი და ორი ხაოიანი ხალათი.
არ დაივიწყოთ კონტრაცეპტივები, რომლის შეძენაც კაცის მოვალეობას წარმოადგენს.
როგორ ჩაივლის თქვენი პირველი სასიყვარულო ღამე, მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული.
wyaro: http://love.infobiz.ge/pirveli-sasiyvarul-game/